სტიპენდიის მისაღებად განაცხადები შეიტანეთ 21 ნოემბრიდან 28 ნოემბრის 15:00 საათამდე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსი (ოთახი № 102), თსუ XI კორპუსი (ოთახი № 303). ან განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე მიმართულებების მიხედვით 28 ნოემბრის 15:00 საათამდე.
კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერება (SDSU) - თამარ თათრიშვილი, macromol_chemistry_2@tsu.ge
ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია, - რუსუდან დანელია, rusudan.danelia@tsu.ge
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს
- შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
- პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);
შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმენტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.
განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (რუსუდან დანელია - 577401590, თამარ თათრიშვილი - 577737387).
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!
სტიპენდიის პირველადი შედეგები ფაკულტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 29 ნოემბერს.